Accentnews.ge
უკრაინას კიბერთავდასხმის გამოძიებაში გერმანია დაეხმარება

უკრაინას კიბერთავდასხმის გამოძიებაში გერმანია დაეხმარება

17/01/2022 13:21:35 მსოფლიო

უკრაინას სამთარობო საიტებზე გასულ კვირაში განხორციელებული კიბერშეტევის გამოძიებაში გერმანია დაეხმარება. ამის შესახებ, უკრაინული მედიის ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინელ კოლეგასან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„კიბერთავდასხმა, რომელიც ამ დღეებში მოხდა, ასევე ცენტრალური თემაა და არა მხოლოდ დღეს, არამედ მომაალშიც იქნება ერთობლივი რეაგირებისთვის. ჩვენ სევთავაზეთ და გამოვგზავნით ექსპერტებს ტექნოლოგიური უსაფრთხოების საკითხებში მხარდასაჭერად და გამოსაძლიებლად”- თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასინა, რომ გერმანია უკრაინის კიბერუსაფრთხოებას მხარს დაუჭერს.

უკრაინის სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე მასშტაბური კიბერთავდასხმა 14 იანვრის ღამეს განხორციელდა. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ჯამში თავდასხმის ქვეშ მოყვა 70-მდე ვებგვერდი, მათ შორის შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების რესურსები. ამასთან, მონაცემები არ მოუპარავთ, კონტენტი არ დაზიანებულა და ვებგვერდების მუშაობაც რამდენიმე საათში აღდგა.

უკრაინამ აღნიშნულში რუსეთს დასდო ბრალი.

"მოსკოვი აგრძელებს ჰიბრიდული ომის წარმართავს და აქტიურად იძენს ძალებს ინფორმაციულ და კიბერსივრცეებში. ბოლო კიბერთავდასხმა - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც 2014 წლიდან გრძელდება", - ვკითხულობთ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც უწყებაში ამბობენ, თავდასხმის მიზანი უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაცია და ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის ნდობის შერყევაა.

რუსეთი კიბერშეტევასთან ყველანაირ კავშირს უარყოფს, ხოლო ბრალდებებს "დაუსაბუთებელს" უწოდებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S