
წულუკიანის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება
17/01/2022 11:40:59 საზოგადოება
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკანის ამ პოსტიდან გადაყენებას საქართველოს მთავრობას ონლაინ–პეტიციით სთხოვენ მოქალაქეები.
პეტიციის, რომელიც 17 იანვარს შეიქმნა, ავტორი ფილოსოფოსი გიგი თევზაძეა.
პეტიციის ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ თეა წულუკიანის მინისტრის პოზიციიდან გათავისუფლების გარდა, დროა საქართველოს კულტურის სისტემაც განთავისუფლდეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არსებული მართვის პრინციპებისგან.
პეტიციის ავტორი და ხელმომწერები თეა წულუკიანის მინისტრობის დროს არსებულ 4 ტენდენციაზე აკეთებენ აქცენტს:
- საჯარო ინფორმაციის შეზღუდვა და კადრების პოლიტიკის ნეპოტისტურ და კლიენტარისტულ პრინციპებზე დაფუძნება;
- პროფესიონალების გათავისუფლება იმის გამო, რომ მათ საჯაროდ ან პრივატულად გამოთქვეს უკმაყოფილება როგორც ქვეყანაში, ასევე კულტურის სამინისტროს სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ.
- ავტორიტეტული ორგანიზაციების/ექსპერტების რჩევებზე უარი თქმა და დაუსაბუთებელი, ცოდნის/გამოცდილების მქონე ადამიანების კონსულტაციებზე დაყრდნობა, რამაც უკვე დააზიანა გელათი და დიდი ალბათობით, გამოიწვევს სხვა ძეგლების, ასევე მუზეუმის კოლექციების დაზიანებასაც.
- კულტურის სამინისტროს მიერ მართული ორგანიზაციების და პროექტების სტრუქტურული ცვლილებები იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოს კულტურის აგენტების სამინისტროს პოლიტიკური ხელმძღანელობისათვის დაქვემდებარება.