Accentnews.ge
ჯანდაცვის მინისტრი უვადო „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით პრემიერის ხედვას იზიარებს

ჯანდაცვის მინისტრი უვადო „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით პრემიერის ხედვას იზიარებს

17/01/2022 09:45:43 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ კოვიდგადატანილებისთვის უვადო ბარათის გამკაცრების საჭიროებას ვერ ხედავს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტმა მინისტრს შეახსენებს, რომ NCDC–ს ხელმძღვანელობა არ ეთანხმება წესს, რომლის თანახმადაც კოვიდგადატანილებს უნდა ჰქონდეთ უვადო „მწვანე პასპორტი“, რადგან ქვეყანაში რეინფიცირების შემთხვევები გახშირდა.

ზურაბ აზარაშვილმა არგუმენტად „ომიკრონის“ შტამი მოიყვანა და თქვა, რომ მეორედ დაინფიცირებისას მკურნალობის პრობლემა არ იქნება.

"ეს შტამი ისეთი დასუსტებულია, რომ მეორედ [დაინფიცირების დროს] არანაირი პრობლემა არ შეიქმნება მკურნალობის პროცესში. ჩვენ ვართ თავდაჯერებული, რომ მათ ბინაზეც ვუმკურნალებთ და ჰოსპიტალშიც. ყველა საჭირო მედიკამენტი გვაქვს. ამ მხრივ, რეგულაციების გამკაცრების საჭიროებას ვერ ვხედავ.

[...] დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ომიკრონის მიმდინარეობიდან გამომდინარე, თუ დელტა შტამის შემთხვევაში, სადაც ყველაზე ვერაგი იყო და სადაც ყველაზე მეტი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები იყო, საშუალოდ, აქტიური შემთხვევების 20% ხვდებოდა ჰოსპიტალში. დღევანდელი სტატისტიკით, ეს მაჩვენებელი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 4%, ანუ აქტიური შემთხვევების 4% შეიძლება, მოხვდეს ჰოსპიტალში.

აქედან გამომდინარე, პროცესს სრულად ვმართავთ. ომიკრონის შემთხვევაში ეს მიმდინარეობს საკმაოდ მსუბუქად და ის მობილიზებული მედიკოსები თუ საწოლფონდი არის გაცილებით მეტი, ვიდრე შეიძლება თეორიულად დაგვჭირდეს", - თქვა აზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციის მიხედვით, „კოვიდ–პასპორტი“ ენიჭება იმ პირსაც, რომელსაც თუნდაც ორი წლის წინ აქვს გადატანილი კორონავირუსი, რასაც ექიმები მეცნიერების საწინააღმდეგოდ სვლას უწოდებენ.

არსებული ინფორმაციით, ამ საკითხზე ჰქონდა ჯანდაცვის უკვე ყოფილ მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან აზრთასხვადასხვაობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S