Accentnews.ge
პოროშენკო კიევში ხმაურით ჩავიდა

პოროშენკო კიევში ხმაურით ჩავიდა

17/01/2022 08:05:22 მსოფლიო

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კიევში ხმაურით ჩავიდა. ის საპასპორტო კონტროლის გავლისას დააყოვნეს, რასაც პოროშენკოს უკმაყოფილება მოყვა. მასთან გამომძიებელიც მივიდა საგამოძიებო უწყების უწყისის გადასაცემად.

ამ წუთებში პოროშენკო საკუთარ მხარდამჭერებს მიმართავს, რომლებიც აეროპორტში არიან მობილიზებულნი.

პოროშენკომ უკრაინაში დაბრუნების გეგმის შესახებ 15 იანვარს განაცხადა.

ვარშავიდან გამგზავრებამდე მან ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი:

„პირველი – მე არ ჩავჯდები. მეორე – არავის მივცემ უფლებას, ციხეში ჩამაჯინოს. მე იულია ტიმოშენკო არ ვარ“.

პოროშენკომ მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით დაიწყო. საქმე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას. 2021 წლის 19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პეტრო პოროშენკომ უკრაინა დატოვა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტისთვის დაკითხვაზე დაბარების უწყების გადაცემა სცადეს.

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, კიევის პეჩორის რაიონის სასამართლომ პეტრო პოროშენკოს დაკავების თანხმობა გასცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S