Accentnews.ge
ღარიბაშვილი: "2 ფინანსური ცენტრი შეიქმნება"

ღარიბაშვილი: "2 ფინანსური ცენტრი შეიქმნება"

17/01/2022 08:01:02 ეკონომიკა

პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში 2 ფინანსური ცენტრი აშენდება: ერთი – გონიოში, მეორე – თბილისში, თბილისის ზღვასთან და ის 110 ჰექტარ მიწაზე განთავსდება.

"გვაქვს 2 ფინანსური ცენტრის შექმნის იდეა:

ერთი შეიქმნას თბილისში, თბილისის ზღვასთან, 110 ჰექტარზე განთავსდება სავარაუდოდ ჩვენი სურვილისამებრ. ქვეყნის და რეგიონის გამორჩეული საქმიანი ცენტრი გახდეს ეს ადგილი.

ანალოგიური ცენტრის ჩამოყალიბება იგეგმება გონიოში. აქ უფრო მულტიფუნქციური ცენტრის შექმნას ვგეგმავთ. ამაზე უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა.

სპეციალური ფინანსური ზომები საერთაშორისო კომპანიებს შესთავაზებენ საერთო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ, ლიბერალურ სამართლებრივ რეჟიმს, ასევე, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ ლიბერალურ რეგულატორულ და ფისკალურ რეჟიმებს. ამ ცენტრების პერსონალის დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან, რაც მათ განსაკუთრებული პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას მიცემს". - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ფინანსური ცენტრების შექმნაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კომპანიები, მათ შორის, მთავრობის მრჩეველი როტშილდი.

ღარიბაშვილის განცხადებით, ამ კომპანიის დელეგაციას საქართველოს მთავრობა 1 კვირაში მიიღებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S