
"ბოლშევიკური წმენდის გასაპროტესტებლად" კულტურის სამინისტროსთან აქცია დაანონსდა
17/01/2022 07:31:33 საზოგადოება
21 იანვარს, 14:00 საათზე კულტურის სამინისტროსთან აქცია გაიმართება.
"გიწვევთ აქციაზე, რომლის მთავარი სლოგანიებია „დიდება პარტიას, კულტურის მტერების გამოვლენისთვის! “ და „კულьტ УРА საიმედო ხელშია!".
აქცია სპეციალურად სამუშაო საათებშია დანიშნული, რათა სამინისტროს პარტიულმა მუშაკებმა ნათლად გაიგონონ მშრომელი მასების მადლიერი ხმა". - ნათქვამია აქციის აღწერაში.
"არა თავისუფალი ადამიანების რეპრესიებს! არა კრიტიკული აზრის დევნას! არა პროფესიონალების გარიყვას! არა პარტიულ აზროვნებას! არა ნეპოტიზმს! არა შერჩევით დაფინანსებას ! არა არაკომპეტენტურობას! არა ხელოვნების პროფანაციას! არა ადამიანების ღირსების შელახვას! არა კულტურულ რეგრესს!" - წერს ფეისბუქზე ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია.
შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სააგენტოდან ათობით ადამიანი გაათავისუფლეს.
ხელოვნების მუზეუმში ახალი ხელმძღვანელი მას შემდეგ დაინიშნა, რაც კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანებით, ყოფილი ხელმძღვანელი ეკა კიკნაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს და "ლაბორანტად" დანიშნეს. კიკნაძე ეროვნული მუზეუმის დანგრევის შესახებ მომზადებულ დასკვნას აპროტესტებდა. წულუკიანის ბრძანებით, მისი თანამდებობა ნიკა ახალბედაშვილმა დაიკავა.