Accentnews.ge
მთავრობა მოქალაქეთა ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადს დაუსუბსიდირებს

მთავრობა მოქალაქეთა ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადს დაუსუბსიდირებს

17/01/2022 07:00:05 საზოგადოება

მთავრობა მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადის ნაზარდს დაუსუბსიდირებს. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ–მინისტმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ სუბსიდირება 1 მილიონამდე ადამიანს შეეხება.

მისი თქმით, სუბსიდირება, რომელიც იანვრიდან ამოქმედდება ერთი წლით, შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს: 150 000 და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას.

„აღნიშნული პროგრამა გვქონდა პანდემიის დასაწყისში, გრძელდებოდა ორი წელი, იანვარში შეწყდა და მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაგრძელოთ და მოსახლეობის ყველაზე მეტად გაჭირვებულ ფენას – მიზნობრივ ჯგუფებს დავუსუბსიდიროთ ელექტროენერგიის ნაზარდი“,– განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S