Accentnews.ge
თბილისი და ორი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და ორი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

17/01/2022 06:48:55 საზოგადოება

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-ინფიცირების 3 656 ახალი შემთხვევიდან დედაქალაქსა და ორ რეგიონზე მოდის. კერძოდ:

  • თბილისში გამოვლენილია 2 530 შემთხვევა,
  • აჭარა – 330,
  • იმერეთი – 213,
  • ქვემო ქართლი – 116,
  • შიდა ქართლი – 98,
  • გურია – 67,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 104,
  • კახეთი -106,
  • მცხეთა-მთიანეთი – 43,
  • სამცხე-ჯავახეთი – 44,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ხუთი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 53 329 საიდანაც:

  • 4 500 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 872, აჭარაში – 611, იმერეთში – 856.
  • ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 001 პირი, მათ შორის, თბილისში – 436, აჭარაში – 122, იმერეთში – 256.
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, მათგან თბილისში – 164, აჭარაში – 45, იმერეთში – 26. 2 092 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 250 – თბილისში, 593- აჭარაში. 46 737 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 48, ხოლო აჭარაში – ექვსი.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 16 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S