
შინეიდ ო'კონორი შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გადაიყვანეს
16/01/2022 11:32:22 საზოგადოება
ერთი კვირის შემდეგ, რაც შინეიდ ო'კონორის შვილი გარდაცვლილი იპოვეს, მომღერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ CNN-ი წერს.
ჰოსპიტალიზაციამდე მან Twitter-ზე რამდენიმე შემაშფოთებელი პოსტი დაწერა:
„ვაპირებ, ჩემს შვილთან წავიდე. მის გარეშე სიცოცხლეს არანაირი აზრი არ აქვს. ყველაფერი, რასაც კი ვეხები, ნადგურდება. მე მხოლოდ მის გამო ვრჩებოდი, ახლა კი ისიც აღარაა“.
მოგვიანებით მან ტექსტისთვის ბოდიში მოიხადა და დაწერა ისიც, რომ პლიციას კლინიკაში გადაჰყავს.
ო'კონორი, რომელსაც წარსულში არაერთხელ უსაუბრია სუიციდურ აზრებზე, შვილის გარდაცვალებაში თავს იდანაშაულებს: მედია წერდა, რომ შინეიდ ო'კონორის 17 წლის ვაჟმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.