
16 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში „ომიკრონის“ 1189 შემთხვევაა დადასტურებული
16/01/2022 11:27:04 საზოგადოება
16 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1189 შემთხვევა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3304 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის ამ შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა საქართველოში 2021 წლის 20 დეკემბერს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის "დელტა" სახეობასთან შედარებით "ომიკრონი" ნაკლებად მძიმეა, განსაკუთრებით ვაქცინირებულებისთვის, ეს არ ნიშნავს, რომ მსუბუქის სტატუსი უნდა მიენიჭოს. ორგანიზაციის თანახმად, წინა ვარიანტების მსგავსად, "ომიკრონი" იწვევს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილს.