
თბილისი და სამი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
16/01/2022 07:09:46 საზოგადოება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 504 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი დედაქალაქსა და სამ რეგიონზე მოდის. კერძოდ:
- თბილისში გამოვლენილია 3 222 შემთხვევა,
- აჭარა – 768,
- იმერეთი – 483,
- ქვემო ქართლი – 189,
- შიდა ქართლი – 203,
- გურია – 109,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 184,
- კახეთი -159,
- მცხეთა-მთიანეთი – 101,
- სამცხე-ჯავახეთი – 72,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -14.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 52 771 საიდანაც 4 393 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 848, აჭარაში – 606, იმერეთში – 814.
მძიმე პაციენტია 967 პირი, მათ შორის, თბილისში – 436, აჭარაში – 108, იმერეთში – 249. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი, მათგან თბილისში – 163, აჭარაში – 50, იმერეთში – 27. 2 051 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 249 – თბილისში, 568- აჭარაში.
46 327 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 48, ხოლო აჭარაში – ექვსი. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან-15 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.