პოროშენკო – ზელენსკის: "თქვენთვის ცუდი სიახლე მაქვს"
15/01/2022 17:32:45 მსოფლიო
უკრაინის ექს–პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ამჟამინდელ პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის "ფეისბუკით" მიმართავს და აცხადებს, რომ ვარშავადან უკრაინაში 17 იანვარს დაბრუნდება.
როგორც პოროშენკო ამბობს, ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავდა მის დასაშინებლად:
„ისინი შეეცადნენ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დახმარებით ჩემს დაკავებას. რატომ კეთდება ეს? პირველ ყოვლისა, ჩემს დასაშინელად. მათ ეს ნამდვილად არ გამოუვათ. ისევე, როგორც ჩვენ არ გვეშინოდა პუტინის, ისევე როგორც ჩვენ მას წინააღმდეგობა გავუწიეთ, ჩვენ ნამდვილად არ შეგვეშინდება ზელენსკის“.
პოროშენკო ამბობს, რომ უკრაინაში დაბრუნების მიზანი ქვეყნის დაცვაა:
"ბატონო ზელენსკი, თქვენთვის ცუდი სიახლე მაქვს: 17 იანვარს 09:10 საათზე ვარშავადან რეისით მე უკრაინაში ვბრუნდები. რა თქმა უნდა, არა იმისთვის, რომ თქვენგან დავიცვა თავი, თქვენ ამად არ ღირხართ. არამედ იმისთვის, რომ უკრაინა დავიცვა. დავიცვა უკრაინა რუსეთის აგრესიისგან. დღეს აქ ბრიუსელში, ყველა ამბობს, რომ ეს არის საფრთხე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. შესაძლოა, ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე ბოლო 30 წლის განმავლობაში. თუმცა თქვენ ეს არ გესმით“.
ცნობისთვის: სახელმწიფო საგამოძიებო ბიურო პოროშენკოს სახელმწიფო ღალატში სდებს ბრალს და მას სამთავრებო ძალების წინააღმდეგ მებრძოლი სეპარატისტების "ქმედებებისთვის ხელის შეწყობაში" ადანაშაულებს.
მას დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 15–წლიანი პატიმრობა ემუქრება.


