რუსმა სამხედროებმა ყაზახეთი დატოვეს
15/01/2022 17:25:32 მსოფლიო
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ყაზახეთში დაწყებული მასობრივი არეულობების შემდეგ, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ ეგიდით გადასროლილი ძალები უკან, ქვეყნის ტერიტორიაზე დაბრუნდნენ.
„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ სამშვიდობო ძალების რვა ერთეული თვითმფრინავი ივანოვოს აეროდრომზე დაეშვა და ისინი მუდმივი განთავსების ადგილებს დაუბრუნდებიან“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.
5 იანვარს ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის მიმართვის საფუძველზე დაწყებული არეულობების საპასუხოდ, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, „კუხოს“ ეგიდით, 2 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჩავიდა.


