Accentnews.ge
ჯანდაცვის მინისტრი კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

14/01/2022 07:04:49 საზოგადოება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სებასტიან მოლინეუსს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, "მხარეებმა საქართველოსა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. განსაკუთრებით ხაზი გაესვა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს მსოფლიო ბანკის მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობას".

"საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის COVID-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს. იმსჯელეს კოვიდ პანდემიის მართვის საკითხებზე და მომდევნო კვირაში, მსოფლიო ბანკის ცენტრალურ ოფისთან ონალინ შეხვედრაც ჩაინიშნა, სადაც მხარეები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ" - აცხადებენ სამინისტროში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S