Accentnews.ge
საქართველოში კოვიდინფიცირების 5 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კოვიდინფიცირების 5 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

14/01/2022 06:51:01 საზოგადოება

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 661 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 984 802 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 924 072 გარდაიცვალა 14 395 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S