Accentnews.ge
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

14/01/2022 04:30:08 საზოგადოება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 14 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), კოსმონავტების სანაპიროს, კარალეთის და სამტრედიის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, თეთრი ხევის დასახლების, ლილოს დასახლების, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მუხაძის და ახვლედიანის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ჯავახეთის და ხომლელისქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაკურიანის, ბალანჩივაძეების, ჩიქოვანის და ლიხაურის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 8 მარტის, სარაჯიშვილის, ტარიელის, ცხემის, ბორბალოს, მესხის, რიწის და ძმები კაკაბაძეების ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S