Accentnews.ge
კრემლში აცხადებენ, რომ პუტინისთვის სანქციების დაწესება რუსეთთან  ურთიერთობების გაწყვეტის ტოლფასი იქნება

კრემლში აცხადებენ, რომ პუტინისთვის სანქციების დაწესება რუსეთთან  ურთიერთობების გაწყვეტის ტოლფასი იქნება

13/01/2022 16:21:13 მსოფლიო

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა „უკიდურესი ზომა“ უწოდა ამერიკელ სენატორთა ჯგუფის იდეას, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისათვის სანქციების დაწესების თაობაზე.

ეს მისი აზრით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაწყვეტის ტოლფასი იქნებოდა.

კანონპროექტი სანქციების შესახებ სენატორთა ჯგუფმა შეიმუშავა დემოკრატი რობერტ მენენდესის ხელმძღვანელობით, რომელიც საერთაშორისო კომიტეტს ხელმძღვანელობს.

უკრაინაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემთხვევაში სენატორები თეთრი სახლის ადმინისტრაციას სთავაზობენ, აეკრძალოს ვლადიმირ პუტინს აშშ-ში შესვლა და გაიყინოს ამერიკულ ბანკებში მისი სავარაუდო აქტივები. ანალოგიური შეზღუდვები დაწესდება რუსეთის მთავრობის მეთაურის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების და ასევე ყველა იმ პირის მიმართ, რომლებსაც ვაშინგტონი შესაძლო სამხედრო აგრესიის თანამონაწილედ ჩათვლის.

სანქციების ქვეშ ასევე შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთის საგარეო ვალი და გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S