Accentnews.ge
სააკაშვილმა მოჰყვა, როგორ შეიპარა აჭარაში ასლან აბაშიძის დროს

სააკაშვილმა მოჰყვა, როგორ შეიპარა აჭარაში ასლან აბაშიძის დროს

13/01/2022 10:13:17 საზოგადოება

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, რომელზეც ყოფილი პრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეს განიხილავენ, მოჰყვა, როგორ შეიპარა აჭარაში ასლან აბაშიძის დროს.

„ბათუმი იყო ერთი დაჭაობებული სოფელი, სადაც შესასლელად ჩვენ ჩოლოქზე საბაჟოს გავლა გვჭირდებოდა. იცით სად გადავლახე საზღვარი ერთხელ არალეგალურად? ასლან აბაშიეს რომ ეყენა საბაჟო, ალიკა ქობალიამ ჩამსვა თავისი პიკაპის სავარგულში, გადამაფარა ბრეზენტი, ასე შევედი ასლანის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმიტომ, რომ ის არ იყო საქართველოს იურისდიქციაში. მაშინ მე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი, პატარა კაცი არ ვიყავი და მთელი ქვეყნისთვის ცნობილი. ბრეზენტგადაფარებული შევედი. ამაზეც ხომ არ გამასამართლებენ სხვათა შორის? რადგან ეს ნაღდად გაკეთებული მაქვს. ბრეზენტი გადამაფარა, პიკაპში ჩამსვა და ათასგვარი ტყუილებით...აჭარულად მოუქცია ამ მეგრელმა კაცმა და შემაპარა აჭარაში. აღარ არის არც ჩოლოქი, აღარც ის ბანდიტები არიან..ბოლოს რომ იყვნენ, კინაღამ ჩამომაგდეს მი–24–ით მივფრინავდით, რომელიც კუჩმას გამოვართვით, ბრძანება ჰქონდათ გაცემული, რომ ჩამოეგდოთ, ბოლო წამს გადაიჭირეს ჩვენებმა და თვითმფრინავმა გადაუხვია მარჯვნით, თორემ ახლა აქ კი არ ვიჯდებოდი. სირცხვილი არ არის, რომ სააკაშვილი რომელმაც გაგიუქმათ ეს საზღვარი, აგიშენათ ბათუმი, მამულად დადიოდეს ამ ბათუმში?“,– განაცხადა სააკაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S