Accentnews.ge
რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა ჯარებმა ყაზახეთიდან გასვლა დაიწყეს

რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა ჯარებმა ყაზახეთიდან გასვლა დაიწყეს

13/01/2022 10:01:25 მსოფლიო

რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) 2000-ზე მეტმა სამხედრომ 13 იანვარს დაიწყო გამოსვლა ყაზახეთიდან.

"მშვიდობის დამცველი კოლექტიური ძალები იწყებენ შეიარაღების და აღჭურვილობის მომზადებას, რათა დატვირთონ რუსეთის საჰაერო ძალების საავიაციო ტრანსპორტის თვითმფრინავები და დაუბრუნდნენ მუდმივი დისლოკაციის ადგილებს" - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

CSTO-მ, რომელიც მოიცავს რუსეთს, ბელარუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, სომხეთს და ტაჯიკეთს - 12 იანვარს გამოაცხადა, რომ ძალების გასვლის პროცესს 10 დღემდე დრო დასჭირდება.

CSTO-ის ძალები ყაზახეთში გასულ კვირაში ჩავიდნენ, მას მერე, რაც პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა 5 იანვარს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ბლოკს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა, როცა ქალაქების ქუჩებში უსაფრთხოების ძალებს და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები იყო. ძალადობის შედეგად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ოფიციალურად გამოცხადდა, რომ 164 ადამიანია დაღუპული, თუმცა ტოყაევი ამბობს, რომ მოკლულ იქნა ან დაიჭრა ასობით სამოქალაქო პირი და უსაფრთხოების ძალების წევრები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S