
13 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების 1009 შემთხვევაა გამოვლენილი
13/01/2022 09:13:48 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 13 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტით ინფიცირების 1009 შემთხვევა. დღემდე ლაბორატორიული კვლევით გამოვლენილი იყო 951.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ 11 იანვარს განაცხადა, რომ საქართველოში "ომიკრონ" შტამის "ცირკულაციის პროცენტი ყველა დადებით შემთხვევაში, არის დაახლოებით 45%-ის ფარგლებში.“ თბილისში ეს მაჩვენებელი 60%-ია, ხოლო რეგიონებში - 30%.
საქართველოში ბოლო სამი დღეა, 5000-ს აჭარბებს კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური, ტესტირებით დადასტურებული შემთხვევების რიცხვი.