ეუთო-ს მისიამ დონბასში რუსი სამხედროების რამდენიმე ათეული სამხედრო ტექნიკა აღმოაჩინა
13/01/2022 08:31:47 მსოფლიო
ეუთო-ს სპეციალური მისიის დამკვირვებლებმა დონბასში რუსი სამხედროების რამდენიმე ათეული სამხედრო ტექნიკა აღმოაჩინეს.
ეუთო-ს სპეციალური მისიის მოხსენების თანახმად, დონბასში აღმოჩენილ სამხედრო ტექნიკას შორის არის ტანკები, „გრადები“, ნაღმმტყორცნები, ჰაუბიცები და ქვემეხები.
ეუთო-ს მისიამ კონფლიქტის ზონაში ასევე აღმოაჩინა ზალპური ცეცხლის სამი რეაქტიული სისტემა, რომელიც დასახლებულ პუნქტ მირნოეს მახლობლად საკონტაქტო ხაზთან არის განთავსებული.
ეუთო-ს მისიის ინფორმაციით, ორ საწვრთნელ პოლიგონზე კრუგლიკის და მირნი ლუგანსკის ოლქებთან, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ამჟამად ვერ აკონტროლებს, დამკვირვებლებმა 67 ტანკი, 20 ჰაუბიცა, ექვსი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი და სამი ნაღმტყორცნი შენიშნეს.


