Accentnews.ge
ბალტიის ქვეყნები NATO-სთან მათ ტერიტორიაზე სამხედრო ყოფნის გაზრდას განიხილავენ

ბალტიის ქვეყნები NATO-სთან მათ ტერიტორიაზე სამხედრო ყოფნის გაზრდას განიხილავენ

13/01/2022 08:28:40 მსოფლიო

ბალტიის ქვეყნები NATO-სთან მათ ტერიტორიაზე სამხედრო ყოფნის გაზრდას განიხილავენ. მიზეზი რუსეთის შეკავებაა,– განუცხადა Reuters-ს ესტონეთის პრემიერ–მინისტრმა კაია კალასმა.

"რა თქმა უნდა, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად განვიხილავთ სამხედრო ყოფნის გაზრდას შემაკავებელი მიზნებისთვის. გარდა ამისა, თუ რუკას დახედავთ, ნახავთ, რომ ბალტიის ქვეყნები NATO-ს ნახევარკუნძულია და შესაბამისად, ჩვენ ჩვენი წუხილები გვაქვს". - თქვა კაია კალასმა.

როგორც მედია წერს, ბალტიის ქვეყნებში სამხედრო კონტინგენტის გაზრდის საკითხი შესაძლოა, თებერვალშიც იქნას განხილული ალიანსის თავდაცვის მინისტრების სამიტზე.

NATO-ს სამხედრო შენაერთები ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთსა და პოლონეთში 2014 წელს, მას შემდეგ განლაგდა, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. თითო ქვეყანაში 1000 ჯარისკაცი მსახურობს. კაია კალასის თქმით, ამ რაზმების გაზრდა შესაძლებელია.

შეგახსენებთ, რომ ალიანსისთვის კრემლის მიერ წაყენებული ულტიმატუმი უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების და სამხედრო ტექნიკის მობილიზების ფონზე, გარდა აღმოსავლეთით არგაფართოების შესახებ გარანტიებისა, ბალტიის ქვეყნებიდან სამხედრო ძალების გაყვანასაც მოიცავს.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ალიანსის აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნების გაძლიერება სერიოზულად განიხილება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S