
თბილისი და რეგიონები, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
13/01/2022 07:07:45 საზოგადოება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 326 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი დედაქალაქსა და ოთხ რეგიონზე მოდის.
თბილისში გამოვლენილია 3 148 შემთხვევა;
აჭარა – 563;
იმერეთი – 437;
ქვემო ქართლი – 176;
შიდა ქართლი – 277;
გურია – 148;
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 226;
კახეთი -178;
მცხეთა-მთიანეთი -92;
სამცხე-ჯავახეთი – 66;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15;
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 42 439, საიდანაც: 4 436 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 868, აჭარაში – 612, იმერეთში – 803. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 047 პირი, მათ შორის, თბილისში – 487, აჭარაში – 125, იმერეთში – 256. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი, მათგან თბილისში – 169, აჭარაში – 42, იმერეთში – 22. 2 075 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 1 330 – თბილისში, 520- აჭარაში. 35 928 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 75 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 71, ხოლო აჭარაში – ოთხი.
2020 წლის 6 ოქტომბრიდან მიმდინარე წლის 12 იანვრის პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია სულ 25 299 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 34 035 ადამიანი“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.