
მესამე დღეა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიური ნამატი 5000–ს აჭარბებს
13/01/2022 06:40:24 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 48 პაციენტი გარდაიცვალა.ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 359-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 326 პირს დაუდასტურდა, 3 044 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ჩატარდა 55 474 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 32 029, PCR ტესტით - 23 445.
დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 9,6%, ბოლო 14 დღის - 8,86%, ბოლო 7 დღის - 9,91%.
სულ აცრილია - 2 588 299, დღიურად აცრილია - 9 700.
ამჟამად სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 4 436 ადამიანი.
ცნობისთვის: 12 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 5 596 შემთხვევა გამოვლინდა, 2 946 პაციენტი გამოჯანმრთელდა 47 გარდაიცვალა.