Accentnews.ge
პუტინმა რუსეთის მოსახლეობა გააფრთხილა

პუტინმა რუსეთის მოსახლეობა გააფრთხილა

13/01/2022 06:38:08 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მათ ორი კვირა რჩებათ, რათა მოემზადონ კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონისთვის“.

ერთი დღით ადრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა ევროპაში ჰანს კლუგემ, განაცხადა, რომ მარტისთვის სავარაუდოდ ევრპის მოსახლეობის ნახევარზე მეტი დაავადდება „დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი ტალღის“ შედეგად.

კლუგემ მოუწოდა იმ ქვეყნებს, სადაც არ შეინიშნება „ომიკრონის“ გავრცელება, სწრაფად შემოიღონ სიფრთხილის ზომები და მთავარი ყურადღება მიაპყრონ საფრთხეში მყოფი ჯგუფების ვაქცინაციას.

„ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, მინიმუმ რამდენიმე კვირა გვაქვს მოსამზადებლად “ – აღნიშნა პუტინმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე.

რუსეთმა, მიუხედავად ქვეყანაში COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით რთულ მდგომარეობაშია, თითქმის ყველა აკრძალვა გააუქმა მიუხედავად „ომიკრონით“ ინფიცირების სწრაფად მზარდი ტემპისა.

პუტინმა რეგიონულ და ფედერალურ უწყებებს განკარგულება გასცა, შეაჩერონ „ომიკრონის“ ზემოქმედება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S