Accentnews.ge
კვებეკში არავაქცინირებულებისთვის გადასახადი წესდება

კვებეკში არავაქცინირებულებისთვის გადასახადი წესდება

12/01/2022 12:50:28 მსოფლიო

კანადის ერთ-ერთ პროვინციაში, კვებეკში იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან აცრილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, დამატებითი გადასახადი დაწესდება. ამის შესახებ პროვინციის პრემიერმა ფრანსუა ლეგომ განაცხადა,– იუწყება BBC.

პრემიერი მიიჩნევს, რომ გადასახადის შემოღება სამართლიანია. მას ოდენობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ ის „მნიშვნელოვანი“ იქნება.

ამჟამად კვებეკის მოსახლეობის მხოლოდ 12.8%–ია ვაქცინირებული და ჰოსპიტალური შემთხვევების თითქმის ნახევარი სწორედ არავაქცინირებულ პირებზე მოდის.

კვებეკი არ არის პირველი, სადაც არავაქცინირებული პირებისთვის დამატებითი ფინანსური სანქციები დაწესდა: საბერძნეთის არავაქცინირებულ მოქალაქეებს ყოველთვიურად დამატებით 100 ევროს გადახდა უწევთ, ხოლო სინგაპურში არავაქცინირებულთათვის მკურნალობა უფასო არაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S