"რუსეთი არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს უკრაინაში ისევე, როგორც ეს გააკეთა საქართველოში"
12/01/2022 11:20:19 მსოფლიო
"რუსეთი არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს უკრაინაში ისევე, როგორც ეს გააკეთა საქართველოში", – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვნელი ჟოზეფ ბორელი თავის ბლოგზე წერს.
როგორც მან აღნიშნა, მოსკოვი სამ ფუნდამეტურ პრინციპს არღვევს:
„არსებობს სამი პრინციპი, რომელსაც რუსეთი წარსულში დაეთანხმა და ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. პირველი არის ქვეყნების უფლება, თავად აირჩიონ, სურთ თუ არა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში, შეთანხმებასა თუ ალიანსში ყოფნა. მეორე და მესამე არის ძალის გამოუყენებლობა და ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. რუსეთი არღვევს ამ სამ ფუნდამენტურ პრინციპს უკრაინაში, ისევე როგორც ეს უკვე გააკეთა საქართველოში".
მისი თქმით, რუსეთის მუქარის ფონზე, ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს:
„რუსეთმა აშშ-სა და ნატო-ს გაუგზავნა მოთხოვნები ევროპის მომავალ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომლებსა თან ახლავს მუქარა, რომ თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდება, კრემლი სამხედრო ძალას გამოიყენებს. ორი რამ ცხადია – ჩვენ უნდა გამოვიდეთ ევროკავშირის ერთიანი პოზიციით, რომელიც განმტკიცებული იქნება კონკრეტული ქმედებებით“.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მოსკოვს ფასის გადახდა მოუწევს.
ბორელის თქმით, ევროკავშირს უნდა იყოს მზად კოორდინირებული სანქციების დაწესებისთვის.


