Accentnews.ge
თოვლი, ქარბუქი, შტორმი და ზვავსაშიშროება - საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

თოვლი, ქარბუქი, შტორმი და ზვავსაშიშროება - საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

12/01/2022 10:14:45 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-დან 17 იანვრამდე საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელია.

კერძოდ, სინოპტიკოსების პროგნოზით, დროგამოშვებით, მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად - თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, შესაძლებელია, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S