Accentnews.ge
ჯანმო–ს ექსპერტები: "ვიდრე ახალი ვაქცინები არ იქნება ხელმისაწვდომი, შესაძლოა, საჭირო გახდეს უკვე არსებული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების განახლება"

ჯანმო–ს ექსპერტები: "ვიდრე ახალი ვაქცინები არ იქნება ხელმისაწვდომი, შესაძლოა, საჭირო გახდეს უკვე არსებული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების განახლება"

12/01/2022 09:39:56 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები სპეციალისტებს კოვიდ–საწინააღმდეგო ახალი ვაქცინების შექმნისკენ მოუწოდებენ, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ "ვიდრე ახალი ვაქცინები არ იქნება ხელმისაწვდომი, შესაძლოა, საჭირო გახდეს უკვე არსებულების განახლება".

„ვაქცინაციის სტრატეგია, რომელიც დაფუძნებულია ვაქცინის შემადგენლობის განმეორებით გამაძლიერებელ დოზებზე​, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იყოს ეფექტური ან მდგრადი. საჭიროა და უნდა შემუშავდეს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებსაც აქვთ მაღალი გავლენა ინფექციის პრევენციაზე, მის გადაცემაზე, ასევე დაავადების მძიმე ფორმების მიმდინარეობასა და სიკვდილიანობის პრევენციაზე. სპეციალისტები უნდა შეეცადონ, შექმნან ვაქცინები რომლებიც გამოიწვევენ ფართო, ძლიერ და გრძელვადიან იმუნურ პასუხებს, რათა შემცირდეს თანმიმდევრული "ბუსტერ" დოზების საჭიროება. იქედან გამომდინარე, რომ ვირუსი ვითარდება, სანამ ახალი ვაქცინები არ იქნება ხელმისაწვდომი, შესაძლოა, საჭირო გახდეს "კოვიდ–19"-ის საწინააღმდეგო ამჟამინდელი ვაქცინების შემადგენლობების განახლება“, - ნათქვამია "კოვიდ–19"–ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემადგენლობის შესახებ ჯანმო–ს ტექნიკური საკონსულტაციო ჯგუფის" განცხადებაში.

10 იანვარს „ფაიზერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ აღნიშნა, რომ კომპანია „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინაზე უკვე მუშაობს, რომელიც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ივნისისთვის იქნება.

ცნობისთვის: მას შემდეგ რაც მსოფლიოში "ომიკრონმა" აქტიურად დაიწყო ცირკულირება, ქვეყნები მოქალაქეებს ვაქცინაციისა და "ბუსტერ" დოზების გაკეთებისკენ მოუწოდებენ. რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის ისრაელმა მოსახლეობის გარკვეული ნაწილის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მე–4 "ბუსტერ" დოზით აცრა დაიწყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S