არგენტინა რეკორდულ სიცხეს ებრძვის
12/01/2022 07:49:25 მსოფლიო
არგენტინაში აერის ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებს.
ძლიერმა სიცხემ დედაქალაქში ელექტროენერგიასთან დაკავშირებით პრობლემები შექმნა: მაღალი ტემპერატურის გამო ელექტროენერგიაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა, რადგან მოსახლეობა სიცხესთან საბრძოლველად სახლების გაგრილებას ცდილობს. შედეგად დაზიანდა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, ასობით ათასამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
მეტეოროლოგების პროგნოზით, მაღალი ტემპერატურა მთელი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება.


