
თბილისი და ოთხი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
12/01/2022 07:09:50 საზოგადოება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 596 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი დედაქალაქსა და ოთხ რეგიონზე მოდის.
- თბილისში გამოვლენილია 3 180 შემთხვევა,
- აჭარა – 638,
- იმერეთი – 563,
- ქვემო ქართლი – 173,
- შიდა ქართლი – 270,
- გურია – 135,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 219,
- კახეთი -184,
- მცხეთა-მთიანეთი -102,
- სამცხე-ჯავახეთი – 99,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -33.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 205 საიდანაც: 4 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 853, აჭარაში – 609, იმერეთში – 803.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 045 პირი, მათ შორის, თბილისში – 487, აჭარაში – 123, იმერეთში – 256. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი, მათგან თბილისში – 169, აჭარაში – 42, იმერეთში – 22.
1 958 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 261 – თბილისში, 466- აჭარაში. 33 829 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 83 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 80, ხოლო აჭარაში – 3. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 11 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 234 ადამიანი.