Accentnews.ge
WHO: მსოფლიოში გასულ კვირასთან შედარებით კოვიდ–ინფიცირებულთა რაოენობა 55%–ით გაიზარდა

WHO: მსოფლიოში გასულ კვირასთან შედარებით კოვიდ–ინფიცირებულთა რაოენობა 55%–ით გაიზარდა

12/01/2022 06:19:54 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ერთ კვირაში (3-9 იანვარი) მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირების 15 154 666 შემთხვევა აღირიცხა, რაც წინა კვირასთან შედარებით 55%-ით მეტია. კვირის განმავლობაში, მსოფლიოში COVID-19-ით გარდაიცვალა 43 461 ადამიანი. წინა 7-დღიან პერიოდთან შედარებით, ლეტალობის მაჩვენებელი 3%-ითაა გაზრდილი.

WHO-ს ცნობით, მსოფლიოს რეგიონების მიხედვით, გარდაცვალების შემთხვევები ყველაზე მეტად, 84%-ით გაიზარდა აფრიკაში და 26%-ით ამერიკაში. სხვა რეგიონებში ლეტალობის მაჩვენებელი შემცირებული იყო.

ამასთან, ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა ყველგან, გარდა აფრიკისა(-11%). ერთ კვირაში, წინა შვიდ დღესთან შედარებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების 418%-იანი მატება იყო სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, 122%-იანი მატება წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, 86%-იანი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, 78%-იანი ზრდა ამერიკაში და 31%-იანი ევროპაში.

ინფიცირების შემთხვევების ზრდას „ომიკრონის“ შტამს უკავშირებენ, რომელსაც სხვა სახეობებთან შედარებით ყველაზე სწრაფი გავრცელება ახასიათებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის "დელტა" სახეობასთან შედარებით "ომიკრონი" ნაკლებად მძიმეა, განსაკუთრებით ვაქცინირებულებისთვის, ეს არ ნიშნავს, რომ მსუბუქის სტატუსი უნდა მიენიჭოს. ორგანიზაციის თანახმად, წინა ვარიანტების მსგავსად, "ომიკრონი" იწვევს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S