Accentnews.ge
ნატო-ში აშშ–ის ელჩი: "არავის აქვს ნატო-ს კარის დახურვის უფლება!"

ნატო-ში აშშ–ის ელჩი: "არავის აქვს ნატო-ს კარის დახურვის უფლება!"

11/01/2022 20:18:00 მსოფლიო

ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ჯულიან სმიტის განცხადებით, ნატო-ს კარი ღია რჩება, არავის აქვს ამ კარის დახურვის უფლება.

„ალიანსის გაფართოების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება მოცემულ ქვეყანასა და ნატო-ს შორის იქნება მიღებული“, – აღნიშნა აშშ-ში ნატო-ს ელჩმა.

ჯულიან სმიტის თქმით, ალიანსის ყველა ქვეყანა მზადაა ხვალ რუსეთთან დიალოგისთვის, თუმცა ასევე ყველა წევრი სახელმწიფო ერთიანია რუსეთისადმი გზავნილში, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მკაცრ პასუხს მიიღებს როგორც ნატო-სგან ასევე ევროკავშირისგან.

12 იანვარს ნატო-ს შტაბბინაში ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა გაიმართება, სადაც მხარეები უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბრებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S