Accentnews.ge
ჩრდილოეთმა კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთმა კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

11/01/2022 13:16:25 მსოფლიო

კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სავარაუდოდ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა იაპონიის ზღვის მიმართულებით. ამის შესახებ 11 იანვარს განაცხადა სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტმა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქმე შეიძლება, ეხებოდეს იმაზე უფრო სრულყოფილ რაკეტასაც, ვიდრე რამდენიმე დღის წინ გაუშვა ჩრდილოეთმა კორეამ.

ფხენიანმა ადრე განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ გამოცადა „ჰიპერბგერითი რაკეტა“. მაგრამ სამხრეთ კორეის სამხედროებმა ამის თაობაზე ეჭვი გამოთქვეს და თქვეს, რომ „ჩრდილოელი მეზობლის“ მონაცემები შეიძლება გაზვიადებული იყოს.

უკანასკნელი გამოცდების შესახებ სეულში აღნიშნავენ, რომ ამერიკის დაზვერვის თანამშრომლებთან ერთად აანალიზებენ ამ მონაცემებს.

11 იანვარს დილით რაკეტის გაშვებამდე ერთი დღით ადრე გაეროს უშიშროების საბჭოს ექვსმა სახელმწიფომ, მათ შორის აშშ-მა და იაპონიამ, ჩრდილოეთ კორეას მოუწოდეს, „თავი შეიკავოს შემდგომი მადესტაბილიზებელი მოქმედებებისგან და ხელი შეუწყოს შინაარსიან დიალოგს საერთო მიზნისთვის - სრული ბირთვული განიარაღებისთვის“.

შარშან კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ განაცხადა, რომ წარმატებით გამოცადა წყალქვეშა ნავების ახალი ტიპის ბალისტიკური რაკეტები, გრძელი რადიუსის მოქმედების ფრთოსანი რაკეტა, ჭურვები, რომლებსაც სამხედრო სარკინიგზო კომპლექსებიდან უშვებენ, ასევე ე.წ. „ჰიპერბგერითი რაკეტა“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S