Accentnews.ge
ზელენსკი: "უკრაინა მზადაა არსებითი გადაწყვეტილებების მისაღებად, რათა კონფლიქტი დასრულდეს"

ზელენსკი: "უკრაინა მზადაა არსებითი გადაწყვეტილებების მისაღებად, რათა კონფლიქტი დასრულდეს"

11/01/2022 12:23:45 მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა „ნორმანდიული ოთხეულის“ მომავალ სამიტზე არსებითი გადაწყვეტილებების მისაღებად, რათა ქვეყნის აღმოსავლეთით არსებული კონფლიქტი დასრულდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩევლებთან შეხვედრისას ისაუბრა.

ზელენსკი მიესალმა „ნორმანდიული ოთხეულის“ ფორმატის ფარგლებში უკრაინის პარტნიორების ძალისხმევას, 2019 წელს პარიზის სამიტზე მიღწეული შეთანხმებების პრაქტიკული განხორციელების მიმართულებით და აღნიშნა, რომ დროა, გაიმართოს არსებითი მოლაპარაკებები კონფლიქტის დასასრულებლად და რომ უკრაინა მზად არის, ოთხი ქვეყნის ლიდერების მომავალ სამიტზე შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინა კონფლიქტის დიპლომატიურ-პოლიტიკური გზით დარეგულირების ერთგული რჩება.

მისი თქმით, აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის სრული უზრუნველყოფა და დაკავებული პირების გათავისუფლების შემდგომი ეტაპების განხორციელება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S