Accentnews.ge
ლატვიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ორი პირი დააკავეს

ლატვიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ორი პირი დააკავეს

11/01/2022 11:21:52 მსოფლიო

ლატვიის სპეცსამსახურებმა დააკავეს ორი პირი, რომლებიც რუსეთის სამხედრო დაზვერვის სასარგებლო საქმიანობაში არიან ეჭვმიტანილი.

გამოძიების ვერსიით, დაკავებულებს რუსეთის სპეცსამსახურებს აწვდიდნენ ინფორმაციებს ლატვიის შეიარაღებული ძალებისა და ქვეყანაში ნატოს გაძლიერებული ყოფნის შესახებ.

ლატვიის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ცნობით, სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლებს ეჭვმიტანილები ხვდებოდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. შესაბამისი მონაცემების მისაღებად, გადასამუშავებლად და რუსეთის სამხედრო დაზვერვისათვის მათ გადასაცემად ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, ლატვიის პროკურატურის ვერსიით, თავისი პროფესიული საქმიანობის დროს მიღებულ კონტაქტებს იყენებდა.

მეორე დაკავებული მოსკოვთან მრავალწლიანი თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი. ჯერჯერობით უცნობია, დაკავებულების ვინაობა, ლატვიაში მათ მიერ დაკავებული თანამდებობები და მათი დაკავების ზუსტი დრო. ოფიციალური ცნობებით, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილების დაკავება 2021 წლის განმავლობაში მოხდა.

2021 წლის ბოლოს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ლატვიაში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ქვეყნის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, დეპუტატი იანის ადამსონსი. ის ეჭვმიტანილია, რომ რუსეთის დაზვერვას გადასცემდა ინფორმაციას ქვეყანაში არსებული ვითარების, მზადების პროცესში მყოფი კანონპროექტებისა და ბალტიის ქვეყნების დამოკიდებულების შესახებ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S