Accentnews.ge
საქართველოს განაცხადი აქვს გაკეთებული „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინაზეც

საქართველოს განაცხადი აქვს გაკეთებული „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინაზეც

11/01/2022 10:49:54 საზოგადოება

საქართველოს განაცხადი აქვს გაკეთებული კორონავირუსის ახალ – „ომიკრონ“ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინაზეც, რომელიც ამერიკულმა კომპანია „ფაიზერმა“ შესაძლოა, მარტის ბოლოსთვის გამოუშვას. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება საქართველოს ამჟამინდელ მარაგს, გამყრელიძის ცნობით, მარაგშია „ფაიზერის“ ვაქცინის დაახლოებით 550 000 დოზა, რომელსაც ვადა 2022 წლის 31 მარტამდე აქვს. ამასთან, მარაგშია „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინების დაახლოებით 1.5 მილიონი დოზაც. მათი გამოყენების ვადა 2023 წლის შუა პერიოდში იწურება.

ამირან გამყრელიძის ცნობთვე, „ფაიზერთან“ მიმდინარეობს მოლაპარაკება წელს კიდევ 2 მილიონი დოზის, მათ შორის, 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი დოზების შესაძენად.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 11 იანვრისთვის საქართველოში ჩატარებულია სულ 2 565 599 აცრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S