Accentnews.ge
ღარიბაშვილი: "მწუხარებას გამოვთქვამ ნამდვილი, ერთგული ევროპელის და საქართველოს დიდი მეგობრის გარდაცვალების გამო"

ღარიბაშვილი: "მწუხარებას გამოვთქვამ ნამდვილი, ერთგული ევროპელის და საქართველოს დიდი მეგობრის გარდაცვალების გამო"

11/01/2022 09:27:28 საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დავიდ სასოლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვმს.

მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ დავიდ სასოლი ნამდვილი, ერთგული ევროპელი და საქართველოს დიდი მეგობარი იყო.

„მწუხარებას გამოვთქვამ ნამდვილი, ერთგული ევროპელის და საქართველოს დიდი მეგობრის – ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დავიდ სასოლის გარდაცვალების გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ დევიდ სასოლის ოჯახს და ახლობლებს“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი იტალიაში ჰოსპიტალიზაციის შემდეგ გარდაიცვალა.

„65 წლის დავიდ სასოლი საავადმყოფოში 26 დეკემბერს მოათავსეს იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული „სერიოზული გართულების“ გამო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S