Accentnews.ge
ცნობილმა რუსმა მწერალმა, სატირიკოსმა და დრამატურგმა რუსეთი დატოვა

ცნობილმა რუსმა მწერალმა, სატირიკოსმა და დრამატურგმა რუსეთი დატოვა

11/01/2022 10:23:28 მსოფლიო

ცნობილმა რუსმა მწერალმა, სატირიკოსმა და დრამატურგმა ვიქტორ შენდეროვიჩმა გადაწყვიტა, დატოვოს რუსეთი.

როგორც მწერალი ამბობს, საზღვარგარეთ დაელოდება რუსეთში "უკეთესი დროს დადგომას".

მას არ დაუზუსტებია, სად გაემგზავრა.

გადაწყვეტუილების მიზეზად მწერალი მოსალოდნელ სისხლის სამართლებრივ დევნას ასახელებს:

„უწყების მიღების დროს, მე ყოველთვის ვცხადდებოდი დაკითხვაზე სასამართლოში. ნაწილობრივ ცნობისმოყვარეობის, ნაწილობრივ სასამართლოსადმი ნდობის, ნაწილობრივ ბედისა და ჯანსაღი აზრის გამარჯვებისადმი ბავშვობის დროს შეძენილი რწმენის გამო“, - წერს შენდეროვიჩი სოციალურ ქსელში და დასძენს, რომ „ჯანსაღი აზრის გამო“ აღარ აპირებს პირად მონაწილეობას სისხლის სამართლის იმ საქმეში, რომელსაც მას „კრემლის მზარეული“ პრიგოჟინი უმზადებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S