
კარანტინის და იზოლაციის ვადები შეიცვლება
11/01/2022 08:51:43 საზოგადოება
უახლოეს დღეებში კოვიდინფიცირებუთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები გადაიხედება, –ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
მისი განმარტებით, ვადების ცვლილება დაკავშირებულია კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამის განსხვავებულ მიმდინარეობასთან.
„ჩვენ, როგორც მოგეხსენებათ, მივყვებით ევროპის და CDC (აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის) პროტოკოლებს საკარანტინე ვადებთან მიმართებაში, განხილები დაწყებულია, სამინისტროს შიდა კონსულტაციები ხვალ საბოლოოს ჩამოყალიბდება უკვე საბოლოო მვადები კარანტინათან მიმართებაში,
საკარანტინო ვადების შემცირება ძირითადად დაკავშირებულია „ომიკრონის“ მიმდინარეობის განსხვავებულ ფორმასთან და იმასთან, რომ ინფიცირების პერიოდი შედარებით ხანმოკლეა, ვიდრე აქამდე არსებული შტამების შემთხვევაში. გამომდინარე აქედან, თუ პირი არის უსიმპტომო, მისთვის იზოლაციაში ყოფნა საკმარისია 8 დღის განმავლობაში, სიმპტომების ქონის შემთხვევაში, რეკომენდებულია 10 დღე, თუ საჭიროა შესაძლოა, მეტი დროც. კონტაქტების შემთხვევაშიც რეჟიმი არის შედარებით შემსუბუქებული. ამდენად, ჩვენ ყველა ამ რეკომენდაციას გავივლით და ბუნებრივია, შევჯერდებით ოპტიმალურ რეჟიმზე, რომ კიდევ ზედმეტი დატვირთვა არ დარჩეს როგორც იზოლირებული კონტაქტში მყოფი პირისთვის ან ინფიცირებული პირისთვის, არასაჭირო იზოლაციასთან დაკავშირებით და ასევე, განიტვირთოს სისტემა ზედმეტი ზეწოლისგან. დღეს, ხვალ ეს საკითხები მოგვარდება,“- განაცხადა გაბუნიამ.