Accentnews.ge
CNN: "თეთრმა სახლმა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფა „საიდუმლოდ“ დაამტკიცა"

CNN: "თეთრმა სახლმა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფა „საიდუმლოდ“ დაამტკიცა"

11/01/2022 08:18:34 მსოფლიო

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ „საიდუმლოდ“ დაამტკიცა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფა,– იუწყება CNN.

ამავე წყაროს ცნობით, აშშ კერძოდ, გეგმავს, უკრაინას მიაწოდოს იარაღი და საბრძოლო მასალა, ასევე სამედიცინო აღჭურვილობა და რადიოლოკაციური დაზვერვის საშუალებები. ჯამში საუბარია 200 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებაზე.

როგორც CNN წერს, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ დეკემბერში დაამტკიცა და კონგრესს ინფორმაცია მხოლოდ იანვარში მიაწოდეს.

ამასთან, ბაიდენმა დეკემბრის ბოლოს ხელი მოაწერა აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარების გადაცემას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემა ბაიდენის ადმინისტრაციამ ჟენევაში რუსეთთან დაგეგმილ მოლაპარაკებამდე რამდენიმე კვირით ადრე გადაწყვიტა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S