Accentnews.ge
ყასიმ-ჟომართ თოყაევი განმარტავს, როდის დატოვებენ მათ შორის რუსი სამხედროები ყაზახეთს

ყასიმ-ჟომართ თოყაევი განმარტავს, როდის დატოვებენ მათ შორის რუსი სამხედროები ყაზახეთს

11/01/2022 06:39:44 მსოფლიო

ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებით, ქვეყნიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების გაყვანა ორ დღეში დაიწყება და 10 დღემდე გაგრძელდება.

მისი თქმით, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჩაიშალა და ამჟამად ყაზახეთში მდგომარეობა სტაბილურია:

„ყაზახეთზე თავდასხმის გეგმა სხვადასხვა ასპექტებს მოიცავდა: სამხედროს, პოლიტიკურს, იდეოლოგიურს, დეზინფორმაციულს და სხვას. ძალაუფლების ხელში ჩაგდების მზადებაზე პროფესიონალები მუშაობდნენ“.

პრეზიდენტმა ქვეყანაში უსაფრთხოების სისტემის ძირეული ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ნაციონალური გვარდიის გაძლიერების და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლების საჭიროებას.

ყასიმ-ჟომართ თოყაევი ასევე გამოვიდა ინიციატივით, გამკაცრდეს პასუხისმგებლობა ხელისუფლების წარმომადგენლებზე თავდასხმისთვის, გადაიხედება სასაზღვრო სამსახურის მუშაობის პრინციპები.

პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის მუშაობა, რომელმაც საფრთხე ვერ შეამჩნია და არეულობის დროს ზოგიერთ ქალაქში კომიტეტის წარმომადგენლებმა სამსახურეობრივი ადგილი მიატოვეს.

მთავრობის დათხოვნის და საწვავზე ფასებზე სახელმწიფო რეგულირების დაწესების მიუხედავად, 2 იანვარს დაწყებული საპროტესტო გამოსვლები არ შეწყდა და მასობრივ არეულობებში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა, რომლებმაც ხელისუფლების მთლიანად შეცვლის, ვადამდელი არჩევნებისა და საკონსტიტუციო რეფორმის მოთხოვნები წამოაყენეს, დაიკავეს ადმინისტრაციული შენობები და ინფრასტრუქტურა. თოყაევმა მომხდარი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიად შეაფასა და არეულობის გაჩაღებაში უცხო ძალები დაადანაშაულა, რის შემდეგაც დახმარების თხოვნით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას მიმართა და არეულობის მონაწილეთა წინააღმდეგ „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ყაზახეთში დაკავებულია რვა ათასამდე ადამიანი, 164 პირი კი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S