Accentnews.ge
აშშ-ში „ომიკრონის“ გამო ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა პიკს მიაღწია

აშშ-ში „ომიკრონის“ გამო ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა პიკს მიაღწია

11/01/2022 06:22:06 მსოფლიო

აშშ-ში „ომიკრონის“ შტამის სწრაფად გავრცელების გამო, მაქსიმუმს მიაღწია ჰოსპიტალიზაციის დღიურმა მაჩვენებელმა. კერძოდ, სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ორშაბათს კლინიკებში გადაყვანა დასჭირდა 135 500-ზე მეტ ადამიანს. ჰოსპიტალიზაციის წინა პიკი, როცა ერთ დღეში საავადმყოფოებში მოხვდა 132 051 პაციენტი, 2021 წლის იანვარში დაფიქსირდა.

ორშაბათს, აშშ-ში დადასტურებული იყო კორონავირუსით ინფიცირების 1.13 შემთხვევა, რაც მსოფლიოს ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

მიუხედავად იმისა, რომ პოტენციურად „ომიკრონს“ უფრო მსუბუქი სიმპტომები აქვს, ვიდრე კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტს, ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ „ომიკრონის“ სწრაფად გავრცელება საავადმყოფოების გადატვირთვას გამოიწვევდა. ზოგიერთმა ჰოსპიტალმა ინფიცირებული პაციენტების სიმრავლის და პერსონალის ნაკლებობის გამო, დროებით შეაჩერა გეგმური სამედიცინო პროცედურები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S