კვიპროსის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა
11/01/2022 06:18:08 მსოფლიო
კვიპროსის სანაპიროსთან 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაცია მსხვერპლის, ან ნგრევის შესახებ არ გავრცელებულა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პაფოსიდან დაახლოებით 62 კილომეტრში მდებარეობდა.
გამთენიისას მომხდარი მიწისძვრა განსაკუთრებით ძლიერად იგრძნეს ქვეყნის სამხრეთში. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ათასობით ადამიანმა შიშის გამო სახლები დატოვა.
მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიძგები იგრძნობოდა საბერძნეთში, თურქეთში, ისრაელსა და ეგვიპტეშიც.


