"ვიმედოვნებთ, რუსეთი დიპლომატიის გზას აირჩევს"
10/01/2022 20:02:36 მსოფლიო
"ვიმედოვნებთ, რუსეთი დიპლომატიის გზას აირჩევს", – ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის პრეს–მდივანი ჯენ ფსაკი ჟენევაში დღეს გამართულ რუსულ–ამერიკულ მოლაპარაკებებს.
მისი თქმით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთი აშშ–სგან მკაცრ პასუხს მიიღებს.
"არსებობს ორი გზა. ეს არის დიპლომატიის გზა, მიმდინარე კვირას დაგეგმილია მოლაპარაკებების კიდევ ორი რაუნდი, კიდევ არის ესკალაციის გზა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი დიპლომატიის გზას აირჩევეს“, – განაცხადა ჯენ ფსაკიმ.
მისი თქმით, უკრაინის საზღვართან თავმოყრილი რუსული ძალების გაყვანა იქნება მარტივი გზა იმის დასადასტურებლად, რომ რუსეთი დიპლომატიისა და დეესკლაციისთვის არის განწყობილი.
ჯენ ფსაკიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ-ის მოქმედებს პრინციპით – „არანაირი მოლაპარაკებები ევროპაზე ევროპის გარეშე“ და „არანაირი მოლაპარაკებები უკრაინაზე უკრაინის გარეშე“.
ამავე თემაზე: რა შედეგით დასრულდა აშშ–რუსეთის 8–საათიანი მოლაპარაკებები.


