„ფაიზერის“ აღმასრულებელი დირექტორის ვარაუდით, „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინა მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ივნისისთვის იქნება
10/01/2022 16:36:57 მსოფლიო
„ფაიზერის“ აღმასრულებელი დირექტორი ალბერტ ბურლა აცხადებს, რომ კომპანია „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინაზე უკვე მუშაობს.
"ვაქცინა მარტისთვის მზად იქნება. ვვარაუდობთ, რომ იგი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ივნისისთვის გახდება", – განაცხადა ალბერტ ბურლამ.
მან იმედი გამოთქვა, რომ ახალი ვაქცინა უზრუნველყოფს მოქალაქეების ჯანმრთელობის უკეთ დაცვას.
ამასთან, მან დასძინა, რომ "უკვე არსებული ვაქცინები მძიმე ავადმყოფობისგან და ჰოსპიტალიზებისგან კარგი დაცვის შესაძლებლობას იძლევა, ყოველ შემთხვევაში მესამე, „ბუსტერ“ დოზის შემდეგ".
თეთრი სახლის სამედიცინო მრჩეველმა ენტონი ფაუჩიმ „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის აუცილებლობა ეჭვქვეშ დააყენა, რომელმაც თქვა, რომ არსებული ვაქცინების გამაძლიერებელი დოზები საკმარისია ამ ვარიანტის წინააღმდეგ.
მიუხედავად ამისა, ბურლამ აღნიშნა, რომ რიგ მთავრობებს, სურვილი აქვთ განახლებული ვაქცინა, რაც შეიძლება მალე იყოს ხელმისაწვდომი.


