Accentnews.ge
სტოლტენბერგი: "მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ რუსეთმა შესაძლოა, კვლავ დაპირისპირების გზა აირჩიოს, თუმცა ეს მოსკოვს ძვირი დაუჯდება"

სტოლტენბერგი: "მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ რუსეთმა შესაძლოა, კვლავ დაპირისპირების გზა აირჩიოს, თუმცა ეს მოსკოვს ძვირი დაუჯდება"

10/01/2022 13:47:01 მსოფლიო

ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრას, რაც გენმდივნის თქმით, მოსკოვს ძვირი დაუჯდება. ამის შესახებ შესახებ მან უკრაინის ვიცე-პრემიერ ოლგა სტეფანიშინასთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო უკრაინის მიმართ მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს.

მისი თქმით, ალიანსს რუსეთთან დაკავშირებით ორი მიდგომა აქვს, ერთი შეკავებას და თავდაცვას გულისხმობს, მეორე– დიალოგს.

"ნატო მზადაა, გააგრძელოს რუსეთთან თანამშრომლობა, რათა შექმნილი ვითარებიდან მშვიდობიანი გამოსავალი ვიპოვოთ. ამავდროულად, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ რუსეთმა თანამშრომლობის ნაცვლად, შესაძლოა, კვლავ აირჩიოს შეიარაღებული ძალის გამოყენებისა და დაპირისპირების გზა. საჭიროა გავუგზავნოთ ძალიან მკაფიო მესიჯი რუსეთს, რომ ჩვენ ვართ ერთიანი და იმ შემთხვევაში, თუ ისინი უკრაინის წინააღდეგ სამხედრო ძალას კიდევ ერთხელ გამოიყენებენ, ამას მკაცრი ეკონომიკური და პოლიტიკური ფასი მოჰყვება",- განაცხადა სტოლტენბერგმა.

უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 12 იანვარს ბრიუსელში დანიშნულია ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა. 13 იანვარს სხდომა გაიმართება ეუთო–შიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S