
ალასანია – სააკაშვილზე: "ტკივილები აქვს, ძილის პრობლემა, ხელის და ფეხის დაბუჟება"
10/01/2022 13:27:41 საზოგადოება
საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის საპატიმროში დედამ – გიული ალასანიამ მოინახულა.
პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ მან ჟურნალისტებთან მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრა.
"იგივე სიმპტომები აქვს, რაც ადრე ჰქონდა, ოღონდ უფრო გაუარესებული. თავის ტკივილები აქვს, ძილი პრობლემა, ტრემორი, ხელის და ფეხის დაბუჟება, ეს ყველაფერი ისევ აქვს ოღონდ უფრო მძიმე ფორმით", - თქვა ალასანიამ.
მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან, სადაც ის 50–დღიანი შიმშილობის შემდეგ გადიოდა რეაბილიტაციას, რუსთავის ციხეში 29 დეკემბერს გადაიყვანეს.