Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი - მოსახლეობას: "ავიცრათ, ავცრათ ჩვენი ახლობლები, მეგობრები, ოჯახის წევრები, ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია"

ირაკლი ღარიბაშვილი - მოსახლეობას: "ავიცრათ, ავცრათ ჩვენი ახლობლები, მეგობრები, ოჯახის წევრები, ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია"

10/01/2022 08:52:34 საზოგადოება

ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო პერიოდში ეპიდსიტუაციას. დაწყებული არის მორიგი დაინფიცირების ახალი ტალღის აღმასვლა, რაც ახალი შტამის, „ომიკრონით“ და სადღესასწაულო დღეებში საახალწლო შეკრებების და ზამთრის საკურორტო ზონებში გაზრდილი მობილობით არის გამოწვეული, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

„კიდევ ერთხელ მოსახლეობას მინდა მოვუწოდო, რომ ავიცრათ, ავცრათ ჩვენი ახლობლები, მეგობრები, მშობლები, ოჯახის წევრები. ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია. ეს უნდა იყოს ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა. ვაქცინები გვაქვს ადგილზე, გარდა ამისა, ჩვენ უკვე დავუკვეთეთ სამკურნალო მედიკამენტებიც“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S