Accentnews.ge
"ყაზახეთში იმდენი ხნით დავრჩებით, რამდენიც საჭირო იქნება"

"ყაზახეთში იმდენი ხნით დავრჩებით, რამდენიც საჭირო იქნება"

10/01/2022 08:43:41 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვალადიმირ პუტინმა ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს "ქვეყანაზე თავდასხმა" უწოდა.

მისი თქმით, "ОДКБ–ს ძალები ყაზახეთში იმდენი ხნით დარჩებიან, რამდენიც საჭირო იქნება"

"გაზის ფასით აღშფოთებულ ადამიანებსა და მათ, ვინც იარაღი აიღო ხელში, სხვადასხვა მიზნები ამოძრავებდათ. გამოიყენეს ბოევიკების კარგად ორგანიზებული და კარგად გაწვრთნილი ჯგუფები, მათ შორის, როგორც ჩანს, მათი ნაწილი გაწვრთნილია ტერორისტების ბანაკებში საზღვარგარეთ. ОДКБ–ს ძალები ყაზახეთში იმდენი ხნით დავრჩებიან, რამდენიც საჭირო იქნება. თუმცა მისიის დასრულების შემდეგ, ისინი ქვეყნიდა სრულად გამოვლენ", – განაცხადა პუტინმა.

ყაზახეთში სპეცოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებით, "მიმდინარეობს ოპერაციები იმ ადგილებში, სადაც შესაძლოა, იმალებოდნენ მასობრივი არეულობის მონაწილეები"

მისი ცნობით, ამჟამად ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდა და კონტროლს ექვემდებარება:

"ეროვნულმა და რეგიონულმა კონტრტერორისტული ოპერაციების ცენტრებმა გაანადგურეს ტერორისტული საფრთხის კერები. ყველა ადმინისტრაციული შენობა ქალაქ ალმათიში, ყიზილორდაში, თალდიყორღანსა და ტარაზიში ტერორისტებისგან გაწმენდილია“.

უწყების ინფორმაციით, დაცულია მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ობიექტები და იარაღის შესანახი ადგილები.

  • რაც შეეხება მსხვერპლს, რეალურად რამდენი ადამიანი დაიღუპა ყაზახეთში ამ დრომდე უცნობია. გუშინ ყაზახეთის ინფორმაციის სამინისტროს ტელეგრამ-არხით გავრცელდა ცნობა, რომ არეულობების შედეგად სულ დაღუპულია 164 ადამიანი. თუმცა მოგვიანებით, ამ ინფორმაციას ტექნიკური შეცდომა უწოდეს.
  • შსს-ს ამ დრომდე ოფიციალურად დადასტურებული აქვს ძალოვანი უწყებების 18 თანამშრომლის და 26 სამოქალაქო პირის დაღუპვის ფაქტი.
  • უწყების ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაკავებულია 7 939 ადამიანი.

ცნობისთვის: ყაზახეთის დასავლეთ ნაწილში აქციები 2 იანვარს დაიწყო. დემონსტრანტები თავდაპირველად გათხევადებული აირის მოულოდნელ გაძვირებას აპროტესტებდნენ. საწვავი, რომელსაც ავტომფლობელების უდიდესი ნაწილი იყენებს, 1 იანვრიდან ორჯერ გაძვირდა და ერთი ლიტრის ფასი 120 ტენგე(28 ამერიკული ცენტი) გახდა. მოსახლეობა ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს კორუფციის, უმუშევრობისა და დაბალი ხელფასების გამო. 2 იანვარს დაწყებული საპროტესტო გამოსვლები მოგვიანებით ფართო მასშტაბის არეულობაში გადაიზარდა. პრეზიდენტმა თოყაევმა ვითარების გასაკონტრლებლად დახმარება სთხოვა "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას" (ОДКБ), რომლის წევრებმაც ყაზახეთში ჯარები გაგზავნეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S